თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „თანამედროვე მიდგომები ნეონატოლოგიაში“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „თანამედროვე მიდგომები ნეონატოლოგიაში“

2023 წლის 5-7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე „თანამედროვე მიდგომები ნეონატოლოგიაში“. 

ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ: ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ნეონატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქრისტოფ ბიუერერი; ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, „Save The Tiny Life“ - ის საქართველოს დამფუძნებელი, ექიმი-პედიატრი ნინო ზურებიანი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი-ნეონატოლოგი ხათუნა ლომაური; „Save The Tiny Life“ - ის საქართველოს დამფუძნებელი, ექიმი-ნეონატოლოგი თინათინ ქურდაძე; შპს „ჰერა 21“-ის ნეონატალური ინტენსიური თერაპიის ხელმძღვანელი, ექიმი-ნეონატოლოგი ნათია დანელია.

კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:  პერინატალური ჯანმრთელობის გამოწვევები და ნეონატოლოგიის მიღწევები საქართველოში;  მცირე მასის ახალშობილთა მართვის ძირითადი პრინციპები, თერაპიული ჰიპოთერმიის გამოყენების ჩვენებები ნეონატოლოგიაში; რესპირაციული პათოლოგიები ახალშობილებში. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლები პროფესორი ქრისტოფ ბიუერერი და ექიმი-პედიატრი ნინო ზურებიანი იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც გაეცნენ მუშაობის სპეციფიკას, ასევე, განიხილეს პაციენტთა ისტორიები.

ცნობისთვის, კონფერენცია „თანამედროვე მიდგომები ნეონატოლოგიაში“ HiPP საქართველო-ს და AMAXA - ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.