თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლები ფესტივალზე  „არტ-გენი 2026“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლები ფესტივალზე „არტ-გენი 2026“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „დეკა“ და  სახალხო, დამსახურებული  სიმღერის ანსამბლი (ვაჟთა) ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალზე  „არტ-გენი 2026“ მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით წარდგნენ. 

საკონცერტო პროგრამის ფარგლებში, ანსამბლებმა შეასრულეს  მუსიკალური ნომრები, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნიმუშები. რეპერტუარმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული მუსიკის მრავალფეროვნება და თვითმყოფადობა გააცნო. თსსუ-ის ანსამბლებმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

„არტ-გენი“ წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმას, რომლის მთავარი მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების, ტრადიციული მუსიკისა და ეთნოკულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, პოპულარიზაცია და საზოგადოების ფართო წრეებისთვის გაცნობა.