თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სლოვაკეთში ERASMUS + პროექტის ფარგლებში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სლოვაკეთში ERASMUS + პროექტის ფარგლებში

2022 წლის 14 - 22 ივლისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის პროფესორი შალვა ზარნაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორი ლევან ბარამიძე და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინე  ზარნაძე  ERASMUS + პროექტის KA 107 აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს აკადემიური პერსონალის ინდივიდუალურ მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტებში, იმყოფებოდნენ სლოვაკეთში, ქალაქ ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის  უნივერსიტეტში.

ვიზიტის დროს თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ: კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტის  ვიცე რექტორს, პროფესორ  მარტინა პავლიკოვას, პროფესორ ალექსანდრე სიროტკინს, რომელიც იყო შეხვედრების ორგანიზატორი და  უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ინიციატორი,  ქალაქ ტოპოლჩანის კლინიკის დირექტორს ვიქტორ დუდაშს, გინეკოლოგიური კლინიკის „სვეტ ზდრავია“ ხელმძღვანელს პროფესორ ტიბორ სარადსკის და პეშანის ბალნეოლოგიური, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის  წარმომადგენლებს.

შეხვედრების დროს მიღწეული იქნა შეთანხმებები ერთობლივი კვლევებისა და პუბლიკაციების  პროექტების მომზადების შესახებ, განსაზღვრული იქნა  სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროები.

ტოპოლჩანის კლინიკის ხელმძღვანელობასთან დაწყებული იქნა მოლაპარაკება სტუდენტთა კლინიკური პრაქტიკისა და ჰოსპიტალური სექტორის მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკული გაცნობის მიზნით სტუდენტური ჯგუფების ორგანიზების შესახებ.  დაიწყო მუშაობა ერთობლივ  ინდივიდუალურ სადოქტორო კვლევით პროგრამაზე, რომელსაც უხელმძღვანელებენ პროფესორები შალვა ზარნაძე და პროფესორი ალექსანდრე სიროტკინი, პროფესორებმა შეათანხმეს  ძირითადი ორგანიზაციული საკითხები.

დაიგეგმა სლოვაკი კოლეგების საპასუხო ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შემოდგომაზე.