2021 წლის 1 - 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით საქართველოში იერუსალიმის „ჰადასა“-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვადიმ კაპულერი იმყოფებოდა.
პროფესორმა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში სტუდენტების, რეზიდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ლექციები წაიკითხა. გარდა ამისა მან პაციენტებისთვის კონსულტაციები გამართა და 8 საჩვენებელი ოპერაცია ჩაატარა.