თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ სოფიო ბახტაძის ვიზიტი ბრიუსელში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ სოფიო ბახტაძის ვიზიტი ბრიუსელში

2022 წლის 11-12 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში (ბელგია), სადაც მონაწილეობა მიიღო თავის ტვინის ევროპული საბჭოს სხდომაზე.  

თავის ტვინის ევროპული საბჭო წარმოადგენს ბრიუსელში დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომლის მთავარი მისიაა განამტკიცოს სამეცნიერო საზოგადოებებთან, პაციენტთა ორგანიზაციებსა და პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია  მოახდინოს თავის ტვინის მიმართულებით კვლევების ხელშეწყობა და გააუმჯობესოს იმ 179 მილიონი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი, რომელთაც აღენიშნებათ თავის ტვინის სხვადასხვა სახის დაავადებები.

პროფესორი სოფიო ბახტაძე აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობს ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების წარმომადგენლის სტატუსით და გახლავთ მისი სამუშაო ჯგუფის წევრი.