თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სტუდენტთა სასწავლო კონფერენციას - მედეა 2018-ს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სტუდენტთა სასწავლო კონფერენციას - მედეა 2018-ს უმასპინძლა

15 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა სტუდენტთა სასწავლო კონფერენცია "მედეა 2018", რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამივე უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 

კონფერენცია გახსნა თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი მიქაძემ, მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირინე ფხაკაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სოფიკო კვარაცხელია და თსსუ-ის ემორის პროგრამის დირექტორი ეკა ეკალაძე.

კონფერენცია მიმდინარეობდა 2 პარალელურ სესიად (1.ქართული, 2.ინგლისური). ქართული სესიის საუკეთესო მოხსენებად ჟიურიმ გამოავლინა თსსუ-ის სტუდენტის ლუკა ჯაშის მოხსენება, თემაზე- "სხვადასხვა მექანიზმით განპირობებული გონების უეცარი გარდამავალი დაკარგვის მიმდინარეობის თავისებურებანი პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში". ხოლო ინგლისური სესიის საუკეთსო მოხსენებად ჟიურიმ გამოავლინა ბათუმის სახელმწიფო უნიერსიტეტის სტუდენტის სურაბჰი გუპთას მოხსენება, თემაზე "Serum Lipids and Breast Tumors".

აქვე გაცნობებთ, რომ შემდეგ კონფერენციას "მედეა 2019"-ს უმასპინძლებს ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.