თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ინდოეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ინდოეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

2022 წლის 11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ინდოეთის რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ:

ქალბატონი მინაკში ლეკჰი, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი; მისი აღმატებულება, ბატონი კიშან დენ დევალი, ინდოეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი სომხეთსა და საქართველოში; ბატონი სიდჰარტ მალიკი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; ბატონი მადჰავ სულფული, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევრაზიის მიმართულებით; ბატონი თეჯას პაგარი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, ბატონი მერაბ ჩაჩუა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან სტუმრებს შეხვდნენ: კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია;  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო აფციაური და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე, რომელმაც ინდოელ სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. 

ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ მათივე ქვეყნის წარმომადგენელ, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტისა და  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს.  ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრისა და მისი აღმატებულება,  ინდოეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.