თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ულმის (გერმანია) უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი იოაჰიმ ფრაიჰორსთი ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ულმის (გერმანია) უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი იოაჰიმ ფრაიჰორსთი ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ულმის უნივერსიტეტის  საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) პროფესორი იოაჰიმ ფრაიჰორსთი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი პროფესორი დაესწრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, სადაც მან თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ასევე, იოაჰიმ ფრაიჰორსთმა დაათვალიერა თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი. 

ამის შემდეგ, გერმანელი პროფესორი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორს, ეკა ეკალაძეს და ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ემორის (ატლანტა, აშშ) უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორს, პროფესორ არჩილ უნდილაშვილს. შეხვედრაზე იოაჰიმ ფრაიჰორსთი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სპეციფიკას გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში, იოაჰიმ ფრაიჰორსთი იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, სადაც გერმანელმა პროფესორმა  სტუდენტებისთვის და ექიმებისთვის ბავშვთა პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ლექციათა კურსი  ჩაატარა და პაციენტებისთვის გამართა კონსულტაციები.

აღსანიშნავია, რომ ულმის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) პროფესორის, იოაჰიმ ფრაიჰორსთის ვიზიტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროსა და გერმანიის პედიატრთა და მოზარდთა მედიცინის საზოგადოების (DGKJ) თანამშრომლობის ფარგლებში.