თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული პროექტის - Journal club  მესამე სეზონის მონაწილეების დაჯილდოება და მეოთხე სეზონის გახსნა

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული პროექტის - Journal club მესამე სეზონის მონაწილეების დაჯილდოება და მეოთხე სეზონის გახსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულმა  Jurnal Club-მა წარმატებით დაასრულა უკვე ტრადიციად ქცეული პროექტის მესამე სეზონი და განაგრძობს აქტიურ მუშაობას მეოთხე სეზონის ფარგლებში. Journal Club-ის ფორმატი ითვალისწინებს სტუდენტებისა და ლექტორების რეგულარულ შეხვედრებს მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის, გენომიკისა და ტრანსლაციური მედიცინის კუთხით წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში  გამოქვეყნებული უახლესი სტატიების გაცნობისა და დისკუსიის მიზნით. 

მესამე სეზონის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტებმა წარადგინეს შემდეგი აქტუალური თემები: 

- უეცარი სიკვდილის გენეტიკური დეტერმინანტები პედიატრიულ პაციენტებში (ვერიკო მაღლაფერიძე, მეგი ლარცულიანი)

 - მულტილოკუსური იმპრინტინგული დარღვევების გამომწვევი trans-მოქმედი გენეტიკური ვარიანტები: მექანიზმები და შედეგები (თემურ კოპაძე, გიორგი მაისურაძე)

- ადრეული გენომური პროგრამირების პერსისტენტული ეპიგენეტიკური სიგნატურა იდენტურ ტყუპებში (ნინო მაისურაძე, ნინო დილსიზ)

- დაჩქარებული ბიოლოგიური დაბერება COVID-19-ის მქონე პაციენტებში (ზურაბ დარჯანია, ქეთა კალანდაძე)

-  დადებითი სელექცია და გენური დუპლიკაციები სიმსივნის სუპრესორ გენებში და სიმსივნისადმი რეზისტენტობის ვეშაპისებრთა წარმომადგენლებში  (ელენე მელიქიძე, ანა ჩაბაკაური)

-  გენეტიკურად მოდიფიცირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების უსაფრთხოების კვლევების უკანასკნელი 10 წლის მიმოხილვა  (ნინო კაპანაძე, გიორგი ბრეგაძე)

31 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტმა Journal club-ის პროექტის მესამე სეზონის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.  სტუდენტებმა გამოავლინეს საუკეთესო მოხსენების ავტორები: ელენე მელიქიძე/ანა ჩაბაკაური და ნინო კაპანაძე/გიორგი ბრეგაძე. მათ საჩუქრად გადაეცათ Face2Gene დისმორფოლოგიისა და სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები. 

პროექტს „Journal Club“ კოორდინირებას უწევენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე და მოწვეული პედაგოგი, თსსუ-ის დოქტორანტი კახა ბრეგვაძე.