ტყუპების როლი მედიცინაში - საჯარო ლექცია თსსუ-ში

ტყუპების როლი მედიცინაში - საჯარო ლექცია თსსუ-ში

2023 წლის 27 აპრილს, ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია: „ტყუპების როლი მედიცინაში“.

ლექციას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დავით ცხომელიძე, რომელმაც ისაუბრა ტყუპების იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე, წარმოადგინა სხვადასხვა განმასხვავებელი ნიშნის სიღრმისეული ანალიზი. 

დ. ცხომელიძესთან ერთად ლექციაში თანამომხსენებლებად ჩართულნი იყვნენ თსსუ-ის სტუდენტები: ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების გენერალური მდივანი ივლიანე სურმავა; დენის ჯოისი; ცისანა უგულავა.