თსსუ-ში საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი „ნიღაბი 2024“ დღეს დაიწყო

თსსუ-ში საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი „ნიღაბი 2024“ დღეს დაიწყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის (ASTA) საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2024“ დღეს, 7 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალი 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მაყურებელს დაუვიწყარ ემოციებს და შემოქმედების ნამდვილ დღესასწაულს ჰპირდება. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრები წარმოადგენენ განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის სპექტაკლებს:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) – „რობერტო ზუკოს მიხედვით“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – „სულიერი არსებები“

კავკასიის უნივერსიტეტი – „ბაკულას ღორები“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თეატრი „ჰიგია“ – „ხანუმა“

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – „ექვთიმე ღვთისკაცი“

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) – „პოეტი და ბერჟერაკი“

ფესტივალში მონაწილე სტუდენტებს მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი ჩაუტარებს მასტერკლასებს.

ფესტივალის ფინალური, საზეიმო დახურვის ცერემონიალი 14 აპრილს გაიმართება. ამ დღეს ჟიური შეაფასებს წარმოდგენილ სპექტაკლებს და გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში. საუკეთესო სტუდენტური თეატრები და მოყვარული მსახიობები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.