თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის საქველმოქმედო აქცია სენაკში

თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის საქველმოქმედო აქცია სენაკში

2023 წლის ნოემბერში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველოს ორგანიზებით, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო კარანაძისა და ამავე დეპარტამენტის ლაბორანტის  ნინო ჯანყარაშვილის მიერ ქ. სენაკში ჩატარდა ოფთალმოლოგიური კვლევების საქველმოქმედო აქცია. კვლევა ჩაუტარდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 175 ბენეფიციარსა  და მათი ოჯახის წევრებს.

შეგახსენებთ, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორ კლინიკას. აღნიშნული კლინიკა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ახორციელებს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ოფთალმოლოგიურ გასინჯვებს.