თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორის წარმატება ლეიდენის უნივერსიტეტში

თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორის წარმატება ლეიდენის უნივერსიტეტში

2023 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N 1 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა თეა გეგენავამ მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს, ლეიდენის (ნიდერლანდების სამეფო) უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (სადისერტაციო თემის სათაური - ,,მულტიმოდალური კვლევის მეთოდებს გულის სარქვლოვანი პათოლოგიების და სისტემური დაავადებების დროს“) და მიენიჭა ნიდერლანდების სამეფოს  უმაღლესი  სამეცნიერო  - დოქტორის ხარისხი (აბრ. Dr).

თეა გეგენავას  დისერტაციის დაცვის დროს გამართული დებატები სადისერტაციო საბჭოს წევრების, ოპონენტების, და დამსწრე აკადემიური საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც საუკეთესო, მისი კვლევის შედეგები კი -  როგორც დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. 

თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი ლეიდენის უნივერსიტეტში მუშაობდა დიაგნოსტიკის ისეთ ახალ მეთოდებზე, როგორიცაა გულის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს დეფორმაციული ანალიზის გამოყენება.