2023 წლის თებერვალში მაგდებურგში (საქსონ-ანჰალტი, გერმანია) გაიხსნა და ვინჩის საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია გერმანიაში რობოტული ქირურგიის ერთ-ერთი პიონერი, მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი, პროფესორი როლანდ კრონერი.
ღონისძიებაზე, სპეციალური მიწვევით, იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი არჩილ ალადაშვილი, რომელსაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან.
„ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებდი მონაწილეობას რობოტასისტირებული ვისცერული ქირურგიის პროცედურებში, ასევე, უროლოგიურ და გინეკოლოგიურ ოპერაციებში. განხორციელდა ისეთი მასშტაბის ჩარევები, როგორიცაა, მაგალითად, მარჯვენამხრივი ჰემიჰეპატექტომია.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში შევხვდი Erasmus + პროგრამის კოორდინატორ ფრაუ სასკიას. დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები“, - ამბობს გიორგი ალადაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრის გახსნის დღეს ჩატარდა მასტერკლასი რობოტული - და ვინჩის ქირურგიის შესახებ.