თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი განათლების გამოფენაზე  ნიუ-დელიში (ინდოეთი)

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი განათლების გამოფენაზე ნიუ-დელიში (ინდოეთი)

2022 წლის 3 დეკემბერს ნიუ-დელიში (ინდოეთი), საქართველოს საელჩოს ორგანიზებით განათლების გამოფენა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 16-მა ქართულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, მათ შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი; თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის მოადგილე ნინო ზარდიაშვილი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მარიამ მეგრელიძე.  

თსსუ-ის დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს და გააცნეს ის პროგრამები და სასწავლო კურსები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სთავაზობს ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს. 

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სალომე ვორონოვმა გააკეთა ვრცელი მოხსენება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, თსსუ-ის დელეგაციამ ინდოეთში საქართველოს ელჩთან, ბატონ არჩილ ძულიაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნიუ დელიში გამართული პირველი საგანმანათლებლო გამოფენის შემაჯამებელ შეხვედრაში, სადაც ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს ნიუ დელიში ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და  თვლის, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობას საგანმანათლებლო მიმართულებით.