თსსუ-ის დოქტორანტი ლონდონის (ბრიტანეთი) ეველინას პედიატრიული კლინიკის ნეირომეცნიერების ცენტრში იმყოფებოდა

თსსუ-ის დოქტორანტი ლონდონის (ბრიტანეთი) ეველინას პედიატრიული კლინიკის ნეირომეცნიერების ცენტრში იმყოფებოდა

დოქტორანტი თათია გახარია, სადოქტორო პროგრამის „ციტოკინების როლი ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმის დროს ბავშვებში“ (ხელმძღვანელი - პროფესორი სოფიო ბახტაძე) ფარგლებში,  ევროპის ნევროლოგთა აკადემიის (EAN)  მკვლევართა სამეცნიერო გაცვლითი პროგრამის  (Research experience fellowship) მხარდაჭერით, 2022 წლის 1 მაისიდან 2 ოქტომბრამდე  მივლინებით იმყოფებოდა გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონის ეველინას პედიატრიული კლინიკის ნეირომეცნიერების ცენტრში (Evelina London Children's Hospital, Children's Neuroscience Centre, King’s Health Partners Academic Health Science Centre). 

გაერთიანებულ სამეფოში დოქტორანტ თათია გახარიას  ხელმძღვანელი იყო პროფესორი მინგ ლიმი. ლონდონში მიღებულმა სამეცნიერო გამოცდილებამ დოქტორანტს შესაძლებლობა მისცა,  გაეღრმავებინა მისი კვლევის საკითხები, მიეღო კიდევ უფრო დეტალური ცოდნა ნეიროიმუნოლოგიის აქტუალური საკითხების შესახებ. 

აღნიშნული კოლაბორაციული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მაღალი იმპაქტის  საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Children”, ხოლო კვლევის ფრაგმენტი პოსტერული მოხსენების სახით წარდგენილი იქნა  ევროპის ნევროლოგთა აკადემიის მე-8 კონგრესზე ქალაქ ვენაში. 

პროექტის ფარგლებში დოქტორანტი თათია გახარია აქტიურად მონაწილეობდა  ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონფერენციებსა და ვორქშოფებში.