თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის გერმანული საზოგადოების პროექტის ფარგლებში ყოველკვირეული ლექციები იმართება

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის გერმანული საზოგადოების პროექტის ფარგლებში ყოველკვირეული ლექციები იმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის გერმანული საზოგადოების პროექტის ფარგლებში ონლაინ ლექციები იმართება.

პროექტის მიზანია სტუდენტების, ექიმებისა და რეზიდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება და საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ევროპული სტანდარტების გაზიარება.

ონლაინ ლექციები მიმდინარე წლის 22 მარტიდან ყოველკვირეულ რეჟიმში (ორშაბათს, 12:00 სთ-ზე) მიმდინარეობს. 

პროექტი მხარდაჭერილია გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.