თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ანა გელაშვილმა პარიზის კრეტეის ვალ დე მარნის უნივერსიტეტში გაიარა სტაჟირება

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ანა გელაშვილმა პარიზის კრეტეის ვალ დე მარნის უნივერსიტეტში გაიარა სტაჟირება

2023 წლის 5 მარტიდან 28 ივლისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ანა გელაშვილი ERASMUS+ პროგრამის მობილობის ფარგლებში პარიზის კრეტეის ვალ დე მარნის უნივერსიტეტში (L'université Paris-Est-Créteil-Val-de-Marne) იმყოფებოდა.

5 თვიანი ვიზიტის ფარგლებში სტუდენტმა სტაჟირება გაიარა შინაგანი მედიცინის, ჰემატოლოგიის და ფსიქიატრიის განყოფილებებში.

„მასპინძელი უნივერსიტეტით ძალიან კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა ამემაღლებინა ჩემი ცოდნა და იგი გამომეყენებინა ჩემს პრაქტიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ პარიზის კრეტეის ვალ დე მარნის უნივერსიტეტში მომეცა მაღალი დონის პროფესიონალებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს “ - აღნიშნა ანა გელაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ პარიზის კრეტეის ვალ დე მარნის უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პარტნიორი 2015 წლიდანაა.