„ფიზიკური დატვირთვის სინჯის როლი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის მქონე სპორტსმენთა შეფასებაში: რეტროსპექტული კვლევა“. - თემის დეტალები და კვლევის შედეგები თსსუ-ის პროფესორებმა მილანში გამართული ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საერთაშორისო კონგრესის – „ESC პრევენციული კარდიოლოგია 2025“ მონაწილეებს გააცნეს.
თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ და თსსუ-ის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ექიმ-კარდიოლოგმა თამარ ჩუტკერაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღეს კლინიკური შემთხვევების განხილვაშიც.
თსსუ-ის პროფესორებმა, კონგრესის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა პრევენციის და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენელთან.
შეხევდრის ფორმატში მხარეებმა განიხილეს პრევენციული კარდიოლოგიის და კარდიორეაბილიტაციის აქტუალური საკითხები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეორეული პრევენციის მიმართულებით მიმდინარე კვლევის პროექტი. ასევე შეთანხმდენენ თანამშრომლობის შემდეგ ეტაპებზე.
თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტს და თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკურ ცენტრს გულ-სისხლძარღვთა პრევენციის და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ერთობლივად განხორციელებული სამეცნიერო კვლევის არაერთი პროექტი აკავშირებს.