თსსუ-ის საპატიო დოქტორების და მოწვეული პროფესორების: ანდრეას ჰამმახერის, ჰელმუთ ზიბერის და ვიქტორ ვაილერტის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ-ის საპატიო დოქტორების და მოწვეული პროფესორების: ანდრეას ჰამმახერის, ჰელმუთ ზიბერის და ვიქტორ ვაილერტის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 22-25 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ  ქალაქ დუისბურგის (გერმანია) ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები და მოწვეული პროფესორები ანდრეას ჰამმახერი, ჰელმუთ ზიბერი და ვიქტორ ვაილერტი.  

გერმანელმა პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა  და დაინტერესებული სპეციალისტებისთვის წაიკითხეს ლექციები.

ლექციებს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნანა ყიფიანი, უნივერსიტეტის პროფესორები, საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები.

მრავალრიცხოვანმა  დამსწრე აუდიტორიამ  ინტერესით მოისმინა გერმანელი პროფესორების მიერ წაკითხული ლექციები: 

“ოდონტოგენური ჰაიმორიტი ყბა-სახის ქირურგის გადმოსახედიდან  (ეტიოლოგია, კლინიკა, მკურნალობა)“ - ჰელმუტ ზიბერი; 

„ზედა და ქვედა ყბების ძვლოვანი რეკონსტრუქცია“ - ანდრეას ჰამმახერი;

„ფრონტალური კბილების ტრავმის კლასიფიკაცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბავშვთა ასაკში“- ვიქტორ ვაილერტი.

როგორც ლექციების შემდგომ სტუდენტებმა განაცხადეს, მათთვის ძალიან საინტერესო იყო ლექციების თემატიკა და  მნიშვნელოვანი იყო ევროპელი პროფესორების გამოცდილების და მიღწევების გაცნობა.  

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა პროფესორებმა  თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ჩაატარეს 16 ოპერაცია, მიიღეს  30-ზე მეტი პაციენტი და გაუწიეს მათ კონსულტაცია.