2023 წლის 10 -16 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი შელიამ, თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარდგინებით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ-კურსის „Regional Europe Young Ambassadors Summit“ (ორგანიზატორები: ამერიკული ორგანიზაცია „Campaign for Tobacco-Free Kids'“ და ევროპული ორგანიზაცია „The European Network for Smoking and Tobacco Prevention (ENSP)“) მუშაობაში.
ღონისძიება გაიმართა ქალაქ ბრიუსელში და მასში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის 30-მდე წარმომადგენელმა. ახალგაზრდები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის სტრატეგიას თამბაქოს კონტროლის შესახებ, შეხვდნენ ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ეწვივნენ ევროპარლამენტს და შეხვდნენ ევროპარალამენტარს ბატონ აურელ პლოსკანუს, რომელიც, ასევე, არის ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კომუნიკაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლის ალიანსის საქართველოს წარმომადგენლებმა: გიორგი შელიამ და სოფო ნაკვეთაურმა წარადგინეს პოსტერული მოხსენება და ისაუბრეს საქართველოში თამბაქოს კონტროლის კუთხით მიმდინარე პროცესებზე.