თსსუ-ის ვიცე რექტორის, პროფესორ სოფიო ბახტაძის ვიზიტი ლატვიაში

თსსუ-ის ვიცე რექტორის, პროფესორ სოფიო ბახტაძის ვიზიტი ლატვიაში

2023 წლის 24-27 აპრილს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) სასწავლო კურსი, რომელიც მიეძღვნა პედიატრიული ეპილეფსიის და ნეირომეტაბოლური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე საკითხებს. აღნიშნულ კურსს დაესწრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე - რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე. 

სასწავლო კურსის პირველი ნაწილი დაეთმო  ნეირომეტაბოლური დაავადების ამოცნობისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის განხილვას, ხოლო მეორე ნაწილში - ევროპელი ექსპერტების მიერ გაშუქებული იყო პედიატრიული ეპილეფსიის კლასიფიკაციის და მკურნალობის უახლესი მონაცემები. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კურსის ფარგლებში ახალგაზრდა ექიმების მიერ წარმოდგენილი იყო იშვიათი კლინიკური შემთხვევები, რომელთა განხილვაც ჩატარდა წამყვანი ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით.