თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ვილნიუსის უნივერსიტეტში

თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ვილნიუსის უნივერსიტეტში

2023 წლის 17-20 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამანეტის ასოცირებული პროფესორი დალი ჩიტაიშვილი, ერაზმუს+ პროექტ SAFEMED + ფარგლებში, ეწვივნენ ვილნიუსის უნივერსიტეტს (ლიეტუვა). 

ვიზიტისას თსსუ-ის წარმომადგენლები  შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენის ხელმძღვანელს რაიმონდა მარკევიჩიენეს (რომელიც ქვეყნის ინტერნაციონალიზაციის  მიმართულებით  ეროვნული სამუშაო ჯგუფის წევრია) და ERASMUS + KA107 პროგრამების კოორდინატორ სკრიმანტე სავიკაიტეს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები  და შეთანხმდნენ 2024 წლის თებერვალს Erasmus+ ICM KA 171 ფარგლებში ერთობლივი საგრანტო პროექტის შეტანაზე. 

ნინო კანდელაკი და დალი ჩიტაიშვილი, ასევე,  ეწვივნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკას, დაათვალიერეს სამეანო, გინეკოლოგიური და ნეონატოლოგიური განყოფილებები,  კლინიკის სასწავლო ლაბორატორიები. გაეცნენ განყოფილებების მუშაობას და სასწავლო პროცესს. შეხვდნენ სამეანო განყოფილების უფროსს, პროფესორ ვირჯინია პალულიტეს,  განყოფილების მთავარ მეან-გინეკოლოგს ედრე შილკუნენეს და  ასისტენტ-პროფესორ ალმა გაუპშენეს. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  ვილნიუსის უნივერსიტეტთან პირველი თანამშრომლობა 2013 წელს შედგა ERASMUS MUNDUS-ის პროგრამის  მე–2 აქტივობის  პროექტ „მედეას“ (სამედიცინო უნივერსიტეტების ალიანსი) ფარგლებში.