Erasmus+ საგრანტო პროექტის — „მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში” (PRODIGE) — ფარგლებში, 15-20 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს საზღვაო აკადემიაში (ბათუმი).
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრები საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
თსსუ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორმა მაია ოკუჯავა; ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბეროშვილი; ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო კილაძე.
თსსუ-ის დელეგაციის წევრები დაესწრნენ ტრენინგ-კურსებს, რომლებიც მიეძღვნა დისტანციური განათლების თანამედროვე ტენდენციებს, გამოწვევებსა და მიღწევებს. ტრეინინგის მომხსენებლები იყვნენ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სემინარების ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, მოკლე პრეზენტაციების მეშვეობით წარედგინათ საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. ტრენინგების ციკლი წარმატებით დასრულდა 18 ივნისს, ხოლო 19 ივნისს გაიმართა პროექტის მენეჯმენტის შეხვედრა, სადაც განიხილეს პროექტის დისემინაციის სტრატეგიები, მომავალი ღონისძიებები და შეხვედრების განრიგი.