თსსუ-სა და ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ახალი პერსპქეტივები

თსსუ-სა და ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ახალი პერსპქეტივები

ERASMUS+ პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტს (პოლონეთი). ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და სამეცნიერო-სასწავლო პროცესის განვითარების ხელშეწყობა იყო.

თსსუ-ის პროფესორს შეხვედრები ჰქონდა ERASMUS+ პროგრამის კოორდინატორ აგატა სვიატლი-ბლაშკევიჩთან და ფარმაციის ფაკულტეტის ვიცე-დეკან პროფესორ არტურ სლოშკასთან.

შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვას, მათ შორის წამალთა კვლევის მიმართულებით.მხარეებმა ასევე გაცვალეს  გამოცდილება მაგისტრატურის საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზების  და სწავლების მიმართულებით და გამოხატეს მზაობა ორმხრივ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის.  

ვიზიტის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა თამაზ ჭუმბურიძემ ჩაატარა ლექციების სერია, რომელიც მიეძღვნა ალერგიისა და ვარიკოზული ვენების დაავადებების მართვისას ფარმაცევტური ზრუნვის პროცესში სპეციალური ალგორითმების გამოყენებას. ლექციებს ესწრებოდნენ ტორუნის უნივერსიტეტის ფარმაციისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, დოქტორანტები და აკადემიური პერსონალი.

ვიზიტისას პროფესორმა თამაზ ჭუმბურიძემ დაათვალიერა ფაკულტეტის სხვადასხვა ლაბორატორია  და გაეცნო მათ მიერ დანერგილ კვლევით მეთოდოლოგიებს.