თეთრხალათიანთა მასშტაბური აქცია - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებისთვის

თეთრხალათიანთა მასშტაბური აქცია - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებისთვის

"თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს" - ამ გზავნილის ირგვლივ გაერთიანებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, თეთრხალათიანთა მასშტაბურ აქციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თავისი საუნივერსიტეტო კლინიკებით შეუერთდა.

ღონისძიება დღეს, 2019 წლის18 ნოემბერს გაიმართა. მისი მონაწილეები12 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების წინ გამოვიდნენ და ხუთწუთიანი მდუმარე აქციით გამოხატეს პროტესტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა  პერსონალმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიასთან.  პარალელურად საუნივერსიტეტო კლინიკების, მათ შორის: თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის, თსსუ-ის N1 სტომატოლოგიური კლინიკის, თსსუ-ის N2 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები, თანამშრომლები, კლინიკების წინ ერთად დგომით,  უცხადებდნენ სოლიდარობას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

"ჩვენ ვგმობთ ჩვენი კოლეგის, გამორჩეული პროფესიონალისა და ღირსეული პიროვნების ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს და ყველას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას." - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ უკვე თითქმის 10 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.


იხილეთ სტატია newposts-ზე

იხილეთ თბილსისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Facebook live 

იხილეთ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის Facebook Live

იხილეთ თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის Facebook Live 

იხილეთ თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის Facebook Live 

რადიო თავისუფლება თსსუ-ის ცოცხალი ჯაჭვის აქტივობის შესახებ - იხილეთ Facebook Live 

Prime Time თსსუ-ის აქტივობის შესახებ - იხილეთ Facebook Live