ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების მე-13 კონგრესზე

ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების მე-13 კონგრესზე

2019 წლის 17-21 სექტემბერს, საქმიანი ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე, რომელიც ქალაქ ათენში ჩატარებულ ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების მე-13 კონგრესში იღებდა მონაწილეობას. 

ვიზიტის ფარგლებში ის პოსტერული სესიის „ნერვ-კუნთოვანი დაავადებების“ მოდერატორი გახლდათ.

ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე 2017 წლიდან  ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების წევრია, შესაბამისად ვიზიტის ფარგლებში ის დაესწრო აღნიშნული საზოგადოების საბჭოს სხდომასაც.

კონგრესის ფარგლებში ჩატარდა, ასევე,  ევროპის ტვინის საბჭოში (European Brain Council) ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების წარმომადგენლის არჩევნები. არჩევნების შედეგებით, ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე აირჩიეს აღნიშნულ საბჭოში მკურნალობის კომიტეტის წევრად.