აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი ღია სამედიცინო ინსტიტუტის სემინარზე

აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი ღია სამედიცინო ინსტიტუტის სემინარზე

2023 წლის 18-24 ივნისს აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი მიწვეული იყო ზალცბურგში (ავსტრია), ღია სამედიცინო ინსტიტუტის (OMI) სემინარზე „სამედიცინო ლიდერშიფი“,  რომელიც ჩატარდა ზალცბურგის ამერიკულ-ავსტრიული ფონდის (AAF) ორგანიზებით.

სემინარებს ატარებდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული  ლექტორები: კურსის დირექტორი- ევან სტენსფილდი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ვიცე პრეზიდენტი; ბრენდონ არდიეტა - ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ვიცე პრეზიდენტის ასისტენტი სტრატეგიური დაგეგმვის მიმართულებით; პატრიცია დერუსო - ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ვიცე პრეზიდენტი სამედიცინო მიმართულებით; სკოტ სვიტალსკი, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს უფროსი მენეჯერი ლიდერშიფის და პროფესიული განვითარების კუთხით.

სემინარის დაწყებამდე ღონისძიების მონაწილეებს  ჩაუტარდათ ტესტირება, კურსის ბოლოს კი  გამოკითხვა, რის შემდეგაც მათ გადაეცათ სერტიფიკატი და  ავსტრიელ ექიმთა პალატის მიერ მინიჭებული უწყვეტი სამედიცინო განათლების 34 კრედიტი.