თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა განახორციელა:
დღის განმავლობაში კლინიკის პატარა პაციენტებს ანიმატორები გასართობი ნომრებით სტუმრობდნენ და ასაჩუქრებდნენ.
მე-200 საჯარო სკოლას კი კლინიკა თავად ეწვია, ექიმებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები გასინჯეს და უფასო კონსულტაციები გაუწიეს.