ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების თეატრალური დასის ვიზიტი თსსუ-ში

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების თეატრალური დასის ვიზიტი თსსუ-ში

საერთაშორისო ფესტივალის "ნიღაბი 2022" ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პარტნიორი უნივერსიტეტის - მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი სტუმრობდა.

9 დეკემბერს თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში სომეხმა სტუდენტებმა გამართეს წარმოდგენა ჟან-პოლ სარტრის პიესის "გასასვლელი არ არის" მიხედვით.

სპექტაკლს ფესტივალის ჟიურისთან და მონაწილე თეატრალურ დასებთან ერთად ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები, ადმინისტრაცია და აკადემიური  პერსონალი.

აღსანიშნავია, რომ მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი სომხეთის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა აშოტ სმბატიანმა მოინახულა და წარმატებები უსურვა სტუდენტებს.