ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის EAACI-2019 კონგრესი

ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის EAACI-2019 კონგრესი

2019 წლის 1-5 ივნისის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლ. იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ქეთევან მაჭავარიანი ქალაქ ლისაბონში (პორტუგალია), ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის EAACI-2019 კონგრესში იღებდა მონაწილეობას.  მან, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრის  ასოცირებულ პროფესორთან - ნუნუ მიცკევიჩთან ერთად, კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: ,,γδT უჯრედების როლი სასუნთქი გზების ალერგოზების იმუნოპათოგენეზში“. კონგრესზე  მოხსენების გარდა, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს სამუშაო ჯგუფის მრგვალ მაგიდებსა და ვორქშოფულ სამუშაო შეხვედრებში. 

ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემია EAACI წარმოადგენს ალერგოლოგია-იმუნოლოგიის დარგში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალრეიტინგულ და მაღალპროფესიულ საზოგადოებას, რომელიც ყოველწლიურად მართავს აკადემიის კონგრესებს. ასოცირებული პროფესორი ქეთევან მაჭავარიანი 1998 წლიდან ამ აკადემიის წევრია. 

როგორც ქალბატონი ქეთევანი აღნიშნავს მივლინების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება წარმატებით ჩატარდა მათ მიერ  წარმოდგენილი მოხსენების თეზისები გამოქვეყნებულია ელექტრონული სახით EAACI-ის ვებგვერდზე.  

ბმული 1 

ბმული 2