2019 წლის 13 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის IV სასწავლო კორპუსში გაიმართა ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან.
ფარმაცევტული კომპანია „გეფა“, წარმოადგენს სააფთიაქო ქსელების „ფარმადეპოსა” და „ჯპს-ის“ მომწოდებელს. კომპანია აერთიანებს 300-მდე აფთიაქს საქართველოს მასშტაბით, 2017 წლიდან კი შედის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემადგენლობაში.
შეხვედრის მიზანი იყო ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის კომპანიის აქტივობების გაცნობა, შიდა ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამის შეთავაზება , კარიერული ზრდის შესაძლებლობის მიმოხილვა.
კომპანია „გეფა” სტუდენტებს სთავაზობს: ანაზღაურებად სტაჟირებას სასწავლო პროცესზე მორგებული გრაფიკით (4,6,8 საათიანი სამუშაო დღე, სწავლასთან შეთავსებული) და ყველა წარმატებული სტაჟიორის დასაქმების პერსპექტივას .
შეხვედრის დასასრულს, კომპანიაში დასაქმებული ყველაზე რეიტინგული 15 სტუდენტი, ტრადიციულად, დაჯილდოვდა კომპანიის სახელობის სტიპენდიით, რაც სემესტრში შეადგენს 500 ლარს, მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.