ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან

ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან

2019 წლის 13 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის IV სასწავლო კორპუსში გაიმართა  ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა  ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან.  

 ფარმაცევტული კომპანია „გეფა“,  წარმოადგენს სააფთიაქო ქსელების „ფარმადეპოსა” და „ჯპს-ის“ მომწოდებელს.  კომპანია აერთიანებს 300-მდე აფთიაქს საქართველოს მასშტაბით, 2017 წლიდან კი შედის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემადგენლობაში.

შეხვედრის მიზანი იყო ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა  და პროფესორ-მასწავლებლებისთვის კომპანიის აქტივობების გაცნობა, შიდა ვაკანსიებისა და  სტაჟირების პროგრამის შეთავაზება , კარიერული ზრდის შესაძლებლობის მიმოხილვა. 

კომპანია „გეფა” სტუდენტებს სთავაზობს: ანაზღაურებად სტაჟირებას სასწავლო პროცესზე მორგებული გრაფიკით (4,6,8 საათიანი სამუშაო დღე, სწავლასთან შეთავსებული) და ყველა წარმატებული სტაჟიორის დასაქმების პერსპექტივას . 

შეხვედრის დასასრულს,  კომპანიაში დასაქმებული   ყველაზე რეიტინგული 15 სტუდენტი, ტრადიციულად, დაჯილდოვდა კომპანიის სახელობის სტიპენდიით, რაც სემესტრში შეადგენს 500  ლარს, მათ  გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.