იაპონური კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

იაპონური კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2024 წლის 12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ იაპონური კომპანიის ,,VITAARS‘’ სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი საექთნო საქმეში კენჯი იჩიმურა და იაპონური კომპანიის ,,Digital Knowledge“ საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის უფროსი იოშიჰირო გიოდა. 

კომპანია ,,VITAARS‘’-ის წარმომადგენელმა კენჯი იჩიმურამ წაიკითხა ლექცია "ექთნის პროფესიის როლი იაპონიაში", სადაც მკაფიოდ იყო აღწერილი ექთნის ფუნქციები როგორც ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ისე დაავადებათა პრევენციის მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფექციის კონტროლის პრინციპებზე, რომლის ზედმიწევნით დაცვა ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობას. სტუმრებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე საექთნო საქმეში და აუდიტორიას გაუზიარეს თანამედროვე ხედვები საექთნო საქმის  განვითრების კუთხით.

ლექციას  ესწრებოდნენ: საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლელა მასხულია, დეკანის მოადგილე ასისტენტ-პროფესორი მედეა ჯღარკავა,  კომპანიის ,,Digital Knowledge“  კოორდინატორი საქართველოში ცისმარი ქშუტაშვილი.