ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში იმყოფება

ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში იმყოფება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ბილატერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მაქსიმილიან შმიტსი თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში გადის კლინიკურ სტაჟირებას. 

თავდაპირველად, კლინიკური სტაჟირება 4 კვირიან პერიოდს მოიცავდა, თუმცა თავად მაქსიმილიან შმიტსის თხოვნის საფუძველზე მისი სტაჟირების ვადა თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში კიდევ ოთხი კვირით  გახანგრძლივდა.

როგორც ინსბრუკის უნივერსიტეტის სტუდენტი აღნიშნავს, დეპარტამენტში მუშაობა მას დიდ გამოცდილებას და უნარებს სძენს. 

„ვგეგმავ თებერვლის ბოლომდე აქ დავრჩე. ამ ხნის მანძილზე კარგი გამოცდილება და უნარები შევიძინე. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა სხვადასხვა სახის მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა“, - ამბობს სტუდენტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორ გია თომაძის შეფასებით, მაქსიმილიან შმიტსი აქტიურად არის ჩართული დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში: ესწრება კონფერენციებს, ოპერაციებს, აქვს აქტიური კომუნიკაცია პაციენტებთან და ეხმარება ექიმებს სხვადასხვა მანიპულაციებში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში მაქსიმილიან შმიტსი თსსუ-ისა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გაცვლითი პროგრამით იმყოფება.