ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი დაესწრო. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მთავრობის წევრები, საპატიო სტუმრები და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები, რომლებმაც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში განხორციელებული უახლესი კვლევები და აქტუალური სამეცნიერო მიღწევები წარმოადგინეს.

იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა,  თსუ-ის, თსსუ-ის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებთან, ასევე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წევრებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგნლებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო. ამავე ღონისძიების ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიასთან ბიუსტი გაიხსნა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა დოკუმენტური ფილმის  - „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენება.