მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი რუმინეთში

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი რუმინეთში

2022 წლის 11 ივლისიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მერვე სემესტრის სტუდენტი ალექსანდრე ხატიაშვილი ERASMUS + -ის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა ტირგუ-მურეშის (რუმინეთი) მედიცინის, ფარმაციის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 

ალექსანდრე ხატიაშვილმა სტაჟირება გაიარა  ოფთალმოლოგიის დეპარტამენტში, სადაც ესწრებოდა კლინიკის პროფესორების მიერ შესრულებილ ოპერაციებსა და კონსულტაციებს, ეცნობოდა სხვადასხვა მიდგომებს და მიიღო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. 

,,ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ყველაზე ინფორმაციული აღმოჩნდა კონსულტაციებზე დასწრება, სადაც ექიმები განიხილავდნენ დაავადების მიმდინარეობას და მათი მკურნალობის მეთოდებს. მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში გუნდური მუშაობა, საშუალება მქონდა ექიმისთვის დამესვა ჩემთვის საინტერესო კითხვები და მიმეღო სრული და ამომწურავი პასუხები ამა თუ იმ საკითხზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც სტაჟირების დროს  შევიძინე, ეს არის პაციენტთან კომუნიკაციის უნარი. შთამბეჭდავი იყო, თვალი მედევნებინა პაციენტისთვის კლინიკაში შემოსვლის მომენტიდან, შემდეგ მიმეღო მონაწილეობა დიაგნოსტიკაში და ბოლოს საკუთარი თვალით მენახა მკურნალობის შედეგები“,- აღნიშნავს სტუდენტი.

ალექსანდრე ხატიაშვილის თქმით,  პროგრამამ დიდი როლი ითამაშა მის პროფესიულ განვითარებაში, რისთვისაც მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და  Erasmus +ის ოფისს.