პროფესორ ლოურენს შერმანის მასტერკლასი უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ

პროფესორ ლოურენს შერმანის მასტერკლასი უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ

„უწყვეტი პროფესიული განვითარება - შემუშავება, განხორციელება და შეფასება მაქსიმალური ეფექტისთვის“ (Designing, Delivering, and Evaluating CPD for Maximum Impact). – ამ თემაზე მასტერკლასი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „Meducate Global, LLC“-ის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლოურენს შერმანმა ჩაატარა. 

მასტერკლასს, რომელიც თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლების გარდა, ასევე ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და კლინიკების წარმომადგენლები. 

მასტერკლასის ფარგლებში, პროფესორმა შერმანმა ისაუბრა უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) პროცესის ეფექტიანი დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების საერთაშორისო გამოცდილებაზე.

ღონისძიება წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები.

საერთაშორისო ტრენერის მონაწილეობით მსგავსი ტიპის მასტერკლასების მასპინძლობა და ორგანიზება, მნიშვნელოვანია თსსუ-ის  მიერ განათლების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისა და აკადემიური საზოგადოების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.