როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 5 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ERASMUS + ახალი საგრანტო პროექტის ფარგლებში, როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) საერთაშორისო საჯარო კვლევითი ცენტრის (Erasmus MC) სამედიცინო განათლების პროფესორები: ლისბეტ ვან ევიკ ვან დენ ბოში და  ჯუდიტ ლანდმან-ჯეგერსი ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ Erasmus MC არის ერთ-ერთი პირველი აკადემიური სამედიცინო ცენტრი ნიდერლანდებში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპატივაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია და ERASMUS-ის პროგრამის ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი  ნინო კანდელაკი.  შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გამოცდელებაზე  ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში.

ამავე დღეს, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, სადაც შეხვდნენ ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ირმა მანჯავიძეს, ასოცირებულ  პროფესორებს: პირდარა ნოზაძესა და დალი ჩიტაიშვილს, ასევე  ცენტრის სხვა თანამშრომლებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში 2024 წლის იანვრიდან დაიწყება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+  საერთაშორისო კრედიტ მობილობის  (International Credit Mobility – ICM) გაცვლითი პროგრამა    სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.