საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 28-29 იანვარს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ERASMUS+  Capacity Building in Higher Education (CBHE)  პროგრამის მხარდაჭერით  განხორციელებული პროექტის „სამედიცინო (ჯანდაცვის) განათლებაში საექსპერტო შეფასების მექანიზმების ინსტრუმენტებისა და მიზნების შემუშავება“ “Setting peer review Instruments and goals for Medical (Health) Education (SPRING)”  პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი  (https://tsmu.edu/ts/content/7/206/251/323/0/0)

პროექტის მიზანს წარმოადგენს სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (საქართველო, მოლდოვა, ბელორუსია) და შუა აზიაში (ყაზახეთი, ტაჯიკეთი). პროექტის ევროპელი პარტნიორებია სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტი და ლიტვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტი. 

ვიზიტის  დროს ფოკუს-ჯგუფებთან  ჩატარდა  განმავითარებელი  სამუშაო შეხვედრები აკადემიურ, სამეცნიერო და პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით; გაიმართა შეხვედრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან,  პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან,  მედიცინის ფაკულტეტის, ასევე, მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის,   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან,  კურიკულუმის კომიტეტების წევრებთან, აკადემიურ პერსონალთან,  სტუდენტებთან,  კურსდამთავრებულებთან, დამსაქმებლებთან.  

საერთაშორისო  ექსპერტთა  ჯგუფის  წევრები  ბრძანდებოდნენ:  

 პროფესორი  ანტონია იანაკიევა - სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  Erasmus + აკადემიური კოორდინატორი ( ბულგარეთი),

ასოცირებული პროფესორი  ვიდმანტას ვაიჩიულისი - ლიტვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტი  ( კაუნასი),

პროფესორი ლიაზატ კოშერბაევა - ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (ალმათი),

პროფესორი იანინა რაზვოდოვსკაია, გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (ბელორუსი)