საერთაშორისო კონფერენცია - ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიების როლი დიაბეტისა და დიაბეტური რეტინოპათიის მართვაში

საერთაშორისო კონფერენცია - ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიების როლი დიაბეტისა და დიაბეტური რეტინოპათიის მართვაში

2022 წლის 28 იანვარს, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ, "ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“-ს გენერალური დირექტორის ნინო კარანაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია: "ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიების როლი დიაბეტისა და დიაბეტური რეტინოპათიის მართვაში", რომელშიც მონაწილეობდნენ თსსუ-ის მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტები.

აღნიშნულ კონფერენციაში  მონაწილეობა ასევე მიიღეს სხვადასხვა პროფილის ქართველმა და საერთაშორისო მედიკოსებმა, ენდოკრინოლოგებმა, რომლებმაც სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი სამეცნიერო გამოცდილება დიაბეტის ადრეული პრევენციისა და დიაბეტური რეტინოპათიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენცია ჩატარდა პროექტის ,,დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენცია და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

ღონისძიების ორგანიზატორები მადლობას უხდიან თსსუ-ის მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის  სტუდენტებს, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ასტინტენტ პროფესორ თინათინ კილასონიას;  თსსუ-ის ასოცირებულ პროფესორს, დიპლომირებულ მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს ეკა ეკალაძესა და  ,,ველფეარ ფაუნდეიშენი”-ს აღმასრულებელ დირექტორს, პროექტის "დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა" მენეჯერს სიმონ გაბრიჭიძეს.