საფორტეპიანო მუსიკის საღამო თსსუ-ში

საფორტეპიანო მუსიკის საღამო თსსუ-ში

2019 წლის 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,თეატრალურ დარბაზში“ ჩატარდა  საფორტეპიანო მუსიკის საღამო.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსსუ-ის კულტურის ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს ღვაწლმოსილი პედაგოგი  გოდერძი ჩიტაიშვილი .

ღონისძიებაზე შესრულდა: ბეთჰოვენის, შოპენის, შუბერტის, სენ-სანსის,  დებიუსის, ჯოპლინის, ყანჩელის, პიაცოლას, სკრიაბინის, გორგაძის, გავრილინისა და მონტის ნაწარმოებები.

საფორტეპიანო მუსიკის საღამოში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები: ვერიკო გერგაული, ნინო გერგაული, გიგი გორგაძე, მიხეილ დუმბაძე, ანა ზურაშვილი, ვასილ თევდორაშვილი, ნიკო იმნაძე, აკაკი კიტოვანი, თამუნა მემანიშვილი, ნინო მჭედლიძე, ანუკი ოდიშარია, სოფო ოყროშიძე, საბა ფანჩულიძე, მარიამ ყიფშიძე, ანა ხაჩატრიანი.