2019 წლის 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,თეატრალურ დარბაზში“ ჩატარდა საფორტეპიანო მუსიკის საღამო.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსსუ-ის კულტურის ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს ღვაწლმოსილი პედაგოგი გოდერძი ჩიტაიშვილი .
ღონისძიებაზე შესრულდა: ბეთჰოვენის, შოპენის, შუბერტის, სენ-სანსის, დებიუსის, ჯოპლინის, ყანჩელის, პიაცოლას, სკრიაბინის, გორგაძის, გავრილინისა და მონტის ნაწარმოებები.
საფორტეპიანო მუსიკის საღამოში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები: ვერიკო გერგაული, ნინო გერგაული, გიგი გორგაძე, მიხეილ დუმბაძე, ანა ზურაშვილი, ვასილ თევდორაშვილი, ნიკო იმნაძე, აკაკი კიტოვანი, თამუნა მემანიშვილი, ნინო მჭედლიძე, ანუკი ოდიშარია, სოფო ოყროშიძე, საბა ფანჩულიძე, მარიამ ყიფშიძე, ანა ხაჩატრიანი.