საფრანგეთის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესზე თსსუ-ის სტუდენტების  მოხსენებამ სპეციალური ჯილდო დაიმსახურა

საფრანგეთის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესზე თსსუ-ის სტუდენტების მოხსენებამ სპეციალური ჯილდო დაიმსახურა

27-29 დეკემბერს, საფრანგეთში მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესი (IMedHSG 2021) გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები: გიორგი მაზიაშვილი, ანი ფაჟავა და ანა გოგოლაშვილი. 

28 დეკემბერს, კონგრესზე სტუდენტები ზეპირი მოხსენებით წარსდგნენ თემით - „ქვედა სასუნთქი გზების ნიმუშების მიკრობიოლოგიური გამოკვლევა კოვიდ-19 -ის მქონე პაციენტებში“. 

აღნიშნულ თემაზე სტუდენტებმა იმუშავეს თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორ, პროფესორ ლევან რატიანთან, ასევე თსსუ-ის ასოცირებულ პროფესორებთან: ქეთევან მაჭავარიანთან და თამარ დიდბარიძესთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ კონგრესზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა სპეციალური ჯილდო მიიღეს „საუკეთესო ზეპირი მოხსენებისთვის“.

სტუდენტებმა საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად ასევე განიხილეს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების ჩართულობის დეტალები მომდევნო კონგრესებში და მსგავსი ღონისძიებების საქართველოში ჩატარების პერსპექტივები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს წარმატებას და დამსახურებულ ჯილდოს.