თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მეცნიერების მიმართულებით, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ თსსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემებზე:
1. კვლევითი პროექტის წერისა და სამეცნიერო კეთილსინდისიერების პრინციპები;
2. „მტაცებელი“ ჟურნალებისა და „მტაცებელი“ კონფერენციების შეფასების პრინციპები.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორმა სოფიო ბახტაძემ დეტალურად განიხილა კვლევითი პროექტის წერის ძირითადი პრინციპები, სამეცნიერო პუბლიკაციის მომზადების ეტაპები და მისი შექმნის მიზანი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შესაბამისი სამეცნიერო ჟურნალის შერჩევის კრიტერიუმებს, იმპაქტ-ფაქტორის მნიშვნელობასა და მის სწორ ინტერპრეტაციას, ასევე სამეცნიერო კეთილსინდისიერების როლს თანამედროვე აკადემიურ სივრცეში.
ტრენინგი მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლებას ხარისხიანი კვლევის დაგეგმვის, შედეგების ეფექტიანად გავრცელებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვის მიმართულებით.
ტრენინგის ფარგლებში ასევე განიხილეს სამეცნიერო კეთილსინდისიერების მნიშვნელოვანი პრინციპები - პლაგიატის პრევენცია, მონაცემთა სანდოობა და კვლევის პროცესში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. მონაწილეებს მიეწოდათ პრაქტიკული რეკომენდაციები ციტირების საერთაშორისო სტანდარტების დაცვისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ.
ღონისძიება მიეძღვნა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს.
ტრენინგის მეორე ეტაპი 19-20 თებერვალს გაიმართება.