2023 წლის 20-21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა ზარნაძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე; სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლადო გაბეჩავა და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები: ციცი პაპუნაშვილი და გიორგი შელია სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბათუმში იმყოფებოდნენ.
თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე - II”.
ღონისძიებაზე თსსუ-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს მოხსენებები:
,,შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობის მახასიათებლები და ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოლიტიკის ძირითადი ასპექტები“ -ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე;
,,რეგიონალური კვების თავისებურებები და ახალი გამოწვევები“- პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი, რომელზედაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პავილიონიც იყო წარმოდგენილი, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. პიკნიკის დასასრულს, თსსუ-ის წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა შემეცნებითი სახალისო ვიქტორინა.