2023 წლის 28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა პედიატრიისა და მისი მომიჯნავე სპეციალობების რეზიდენტთა N1 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “იშვიათი დაავადებების მართვა ბავშვთა ასაკში, თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები:
- პროექტი CNSF-ST08/6-460 „იშვიათი დაავადებების მართვის ოპტიმიზაცია ბავშვებსა და მოზარდებში” - მიღებული შედეგები და პერსპექტივები - ასოცირებული პროფესორი ირინე კორინთელი;
- „იშვიათი დაავადებების ტვირთი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის“ - ასოცირებული პროფესორი ეკატერინე მირველაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი ანა მაკალათია;
- „ვილმსის სიმსივნე“ - რეზიდენტი თამარ გიგაშვილი;
- „ლაიმის დაავადება“ - რეზიდენტი მარიამ მაყაშვილი;
- „გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი“ - რეზიდენტი ლუსინე მზიკიანი;
- "იშვიათი დაავადებების მედიკამენტური მკურნალობა - „ობოლი წამლები“ ფარმაცევტულ ბაზარზე" - ასისტენტ-პროფესორი ირმა კორინთელი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციამ, თსსუ-ის რეზიდენტებმა და მაგისტრანტებმა.