სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი აშოტ  სმბატიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი აშოტ სმბატიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 24 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი აშოტ  სმბატიანი.

სტუმარს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და  პროფესორი სოფიო ბახტაძე; თსსუ-ის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კონსულტანტი არჩილ უნდილაშვილი და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.

მისმა აღმატებულება, ბატონმა აშოტ სმბატიანმა ინტერესით მოისმინა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ, რომელიც წარმოადგინა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ; სტუმარმა აღნიშნა, რომ მისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიღწევები ცნობილი იყო  ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორისპროფესორ არმენ მურადიანისგან, რომელიც 2022 წლის მაისში სამუშაო ვიზიტით  ეწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს:

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორები აღფრთოვანებული არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებით საერთაშორისო ასპარეზზეინტერესით ადევნებენ თვალს იმ პროცესებს, რაც თქვენ გაიარეთ საერთაშორისო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მიღებისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გავიაროთ ეს გზა და მივიღოთ იგივე შედეგი. ასევე, მე, როგორც მეგობარი ქვეყნის ელჩიმოტივირებული ვარ, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნების მეგობრობა  და ჩვენმა ურთიერთთანამშრომლობამ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი მიიღოს ყველა მიმართულებით, მათ შორის, საგანმანათლებლო სფეროშიცდაიგეგმოს ერთობლივი სამეცნიერო აქტივობები, განხორციელდეს გაცვლითი პროგრამები...“ - აღნიშნა მისმა აღმატებულებამ, ბატონმა აშოტ სმბატიანმა.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამედიცინო დარგების განვითარებას საქართველოსა და სომხეთშიევროპასთან საგანმანათლებლო ურთიერთობას და მის შედეგებს, სწავლების სტრუქტურასა და ხარისხს.

სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა აშოტ  სმბატიანმა თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას კიდევ ერთხელ გადასცა სომეხი კოლეგების სურვილი მისი ერევანში მიწვევის შესახებ და აღნიშნა, რომ სომხეთში თსსუ-ის დელეგაციის ჩასვლა და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი გეგმების განხორციელების თვალსაზრისით.