2023 წლის 29 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა 21-ე სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია “21st Students' Teaching Scientific Talks [STST 2023]”. კონფერენცია მიზნად ისახავს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამეცნიერო საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდას.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა ტრადიციულად ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ნაშრომები, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა ჟიურის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს:
1. მოხსენებაში/პრეზენტაციაში წარმოდგენილი თემის/საკითხის/ პრობლემის აქტუალურობა და ინოვაციურობა;
2. პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
3. პრეზენტაციის სტრუქტურული გამართულობის ხარისხი;
4. დისკუსიაში ჩართულობის ხარისხი.
კონფერენციის ჟიურის წევრები იყვნენ:
1) მაკა მანწკავა - თსსუ-ის ფიზიკისა და ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; საქართველოს კლინიკური რეოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წარმომადგენელი რეოლოგიის მიმართულებით, ევროპის კლინიკური რეოლოგიისა და მიკროცირკულაციის საზოგადოების ქართული სექციის ხელმძღვანელი;
2) მარიამ აბისონაშვილი - ექიმი თერაპევტი;
3) ანა ბოჭორიშვილი - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, ნუტრიციოლოგი.
კონფერენციის ბოლოს გამოვლინდა სამი საუკეთესო მოხსენების ავტორი:
1.თამარ ზურაბაშვილი - ,,Liver Injury in Covid-19” (თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, X სემესტრელი სტუდენტი);
2. ელენე ალფაიძე - ,,Lyme Disease” ” (თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი, IV სემესტრელი სტუდენტი);
3.Muhamaad Saad Ullah Khan -,,The Zombie Fungus” (თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი, II სემესტრელი სტუდენტი).
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ისტორიაში პირველად ორი გამარჯვებული აირჩია ჟიურიმ, ხოლო მესამე გამარჯვებული ანონიმური გამოკითხვის შედეგად გამოავლინა დამსწრე საზოგადოებამ.