სტუდენტური კონფერენცია  - გავიცნოთ ენდოკრინოლოგია

სტუდენტური კონფერენცია - გავიცნოთ ენდოკრინოლოგია

2023 წლის 4 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია  „გავიცნოთ ენდოკრინოლოგია“.

სტუდენტები აუდიტორიის წინაშე  შემდეგი თემებით წარდგნენ: 

- ბაჩანა სამნიაშვილი, მზაღო დაბრუნდაშვილი - „ანტისხეულების როლი შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში“  (თემის ხელმძღვანელი - თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მარინე გორდელაძე);  

- ხატია ხვედელიძე - „რიტუქსიმაბის პროტექტორული ეფექტი პანკრეასზე ახლად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 - ის დროს“ (თემის ხელმძღვანელი თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიის სამსახურის უფროსი ეკატერინე ფაცაცია);

- ნიკა ტოგონიძე - „ინსულინის ტაბლეტები - ინსულინის ახალი თაობა“ (თემის ხელმძღვანელი ეკატერინე ფაცაცია); 

- მარიამ თოლორდავა - „თანამედროვე ტექნოლოგიები დიაბეტის მართვაში“ (თემის ხელმძღვანელი ეკატერინე ფაცაცია); 

- საბა ფრუიძე - „პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნის ასოცირება აკრომეგალიასთან - MEN1 სინდრომის იშვიათი მანიფესტაცია“ (თემის ხელმძღვანელი  - ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჩარკვიანი); 

- ნინო კიკვაძე, ნინო კოჩუაშვილი - „პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი“ (თემის ხელმძღვანელი - ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი კარენ გრიგორიანი).

შეხვედრის დასასრულს კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.